Wednesday 28 October 2015

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა ძნელად იზრდება, მაგრამ თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, თქვენს ბინას დიდი ხნით დაამშვენებს.
კალათეას მთავარი მომხიბვლელობა მისი ფოთლებია. ფოთლების ზედაპირი ორიგინალურადაა მოხატული და დაძარღვული, ზურგი კი კონტრასტულად მუქია. 

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

ზოგ სახეობას მაქმანისებრი, გამჭვირვალე ფოთლები აქვს, სხვები კი მკვრივია და უხვად მოხატული. 
კალათეა თავს კარგად გრძნობს გვიმრებთან და ისეთ მცენარეებთან ერთად, რომელთაც ჩრდილიანი გარემო მოსწონთ. 

კალათეა - Calathea makoyana

გამოიყენება მოყვავილე მცენარეების ფონად. კალათეას სახეობებს (C.crocata-ს გარდა) უბრალო ყვავილები აქვს, თუმცა ოთახის პირობებში იშვიათად ყვავილობს.

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

სინათლე
მზის გულზე ნუ გააჩერებთ, თუმცა ნურც გაბნეულ შუქს მოაკლებთ.

ტემპერატურა
იდეალურია მთელი წლის განმავლობაში სტაბილური ტემპერატურა - 20 გრადუსი ცელსიუსი.

მორწყვა
რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არა სველი. 
რაც უფრო თბილია, კალათეას მით მეტი ტენი სჭირდება. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ.

მოვლა
მოარიდეთ ორპირ ქარს. მტვერი ფოთლებს სიხსახასეს უკარგავს. წმენდისას მცენარე ამოაყირავეთ და ფოთლები წყლიან ჯამში გაავლეთ. 
არ მოსწონს სიცხე და სიმშრალე. თუ მზის გულს მოარიდებთ და ფესვებს ხშირად დაუტენიანებთ, კალათეა მშვენივრად გაიზრდება.

ზომა დაახლ. 60სმ;
ადგილი: სააბაზანო; უმზეო; სასტუმრო ოთახი;

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

1 comment:

  1. gamargobat mainteresebs kalateas potlit dafesvianeba sheidzleba

    ReplyDelete