Sunday 22 November 2015

Рассада без заморочек «Метод D. Sanches»

1. Выложите семена на одну из губок, равномерно распределив их в центре губки:
2. Аккуратно накройте сверху семена второй губкой:
3. Полейте губки из стакана примерно 100 мл. и дайте воде равномерно пропитать обе губки:
4. Возьмите получившийся бутерброд из губок и семян и поместите в приготовленный целлофановый пакет, желательно ZIP-lock, что позволит закрыть его герметично (но и простой тоже подойдет):
5. Перед тем как закрыть пакет сделайте глубокий вдох и немного выдохните воздух в пакет, это создаст достаточный запас кислорода внутри пакета:
6. Пакет спрячьте в темное, но теплое место на 12 – 24 часа:
7. Вот и результат! Пять из пяти семян проросло ровно через 24 часа:

Wednesday 4 November 2015

მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალებანი


ჩვენი შორეული წინაპრები ბუნებრივი ნივთიერების გამოყენებით ებრძოდნენ მწერებსა და დაავადებებს. ძველი რომაელები ამ მიზნით იყენებდნენ ნაცარს, ნაკელს, გოგირდს, ამზადებდნენ რთულ ნარევებსაც. კულტურულ მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ. წ-აღმდე 470 წლის წინათ. იგი ხორბლეულის გუდაფშუტის საწინააღმდეგო საშუალებად კომბოსტოს წვენში თესლის დალბობას თვლიდა. თეოფრასტე თავის წიგნში "გამოკვლევები მცენარეთა შესახებ", რომელიც დაწერილია 300 წლის წინათ ჩვ. წ-აღმდე, აღნიშნავდა, რომ მუხუდო "ანადგურებს სარეველებს და, პირველ რიგში, კუროსთავს".
ბუნებრივი პესტიციდია ნიკოტინი, რომელიც შედის თამბაქოში. მას ყქ|| საუკუნიდან იყენებდნენ მცენარის ტილის საწინააღმდეგოდ მრავალი ათასი წლის წინათ ჩინეთში. ახლო და შუა აღმოსავლეთში ბაღლინჯოებთან საბრძოლველად იყენებდნენ პირეტრუმს, რომელსაც ქრიზანთემიდან იღებდნენ.მავნებლებისა და დაავადებებისაგან კომბოსტოს დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები. მოსავლის აღების შემდეგ ყველა მცენარეული ნარჩენი უნდა დაიწვას ან გამოყენებულ იქნეს კომპოსტად. მავნებლების წინააღმდეგ შეიძლება ხახვის ფურცლის ნაყენის გამოყენება. კომბოსტოს თეთრულას წინააღმდეგ ეფექტურია კარტოფილის ან პომიდვრის ღეროების ნაყენის, ხოლო რწყილის წინააღმდეგ ფარსმანდუკის ნაყენის გამოყენება.ქვემოთ მოცემულია ბაღის მავნებლებთან ბრძოლის საშუალებათა დამზადება მცენარეებისგან:- 1 კგ გამხმარ გვირილას ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აყოვნებენ 12 სთ-ს. გადაწურვის შემდეგ ხსნარს 3-ჯერ აზავებენ. უკეთესად დასველების მიზნით უმატებენ 40 გ საპონს.- ვედროს მესამედში ყრიან ხახვის მშრალ ფურცლებს და ასხამენ ცხელ წყალს. აყოვნებენ 24 სთ-ს, წურავენ და ორჯერ აზავებენ.- 1 კგ ფარსმანდუკის მშრალ ფოთლებს ასხამენ მცირე რაოდენობის ცხელ წყალს. 2 დღე-ღამის შემდეგ უმატებენ 40 გ საპონს და წყლის მოცულობას 20 ლ-მდე ავსებენ. წურავენ და იყენებენ შესაფრქვევად.- 500 გ მწარე წიწაკის პარკს ნაყავენ, ასხამენ 10 ლ წყალს და აყოვნებენ 2 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ნაყენს წიწაკასთან ერთად ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში, აცივებენ, წურავენ, უმატებენ 40გ საპონს და იყენებენ ორჯერ გაზავების შემდეგ (ეს საშუალებები გამოიყენება ბოსტნეული კულტურების მავნებლების წინააღმდეგ).მრავალი დაავადებისა და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტიანია მოხვნის დროს ნიადაგში ამიაკის წყლის ან ამონიუმის სულფატის შეტანა, შესაბამისად, 60-120 კგ/ჰა-ზე ნორმით. ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება არა მარტო დაავადებათა, არამედ კოლორადოს ხოჭოს და ნიადაგში მყოფი მავნებლების (მავთულა ჭიები, ღრაჭები) რაოდენობა.- ნახევარ ვედრო დაქუცმაცებულ აყვავილებულ ან 700-800გ ხმელ მწარე აბზინდას ასხამენ 10 ლ წყალს, აყოვნებენ 1 დღე-ღამეს, ადუღებენ 30 წთ, ნაყენს წურავენ, აზავებენ წყლით (1:1) და უმატებენ 40 გ საპონს (ეს საშუალება გამოიყენება ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ). 1/3 ვედრო ხის ნაცარს აყოვნებენ 10 ლ წყალში 2 დღე-ღამეს, ნაყენს წურავენ.- 100გ მშრალ მდოგვს ასხამენ 10 ლ ქაფქაფა წყალს, აყოვნებენ 2 დღე-ღამეს, აზავებენ ცივი წყლით (1:1) და მცენარეებს ასხურებენ შებინდებისას ან ღრუბლიან ამინდში (ეს საშუალებები იხმარება ხერხიების, ალურებისა და სხვა მატლების წინააღმდეგ). 400გ თამბაქოს, წეკოს ან თამბაქოს მტვერს ასხამენ 10 ლ ცხელ წყალს, აყოვნებენ 2 დღე-ღამეს, უმატებენ 40 გ საპონს.- 150-200გ ხახვის ფურცელს აყოვნებენ 10 ლ წყალში 4-5 დღეს და წურავენ. 3-4 კგ კულმუხოს ნედლ ან 1 კგ ხმელ ბალახს ათავსებენ 10 ლ წყალში 24-30 სთ-ის განმავლობაში, ნაყენს წურავენ (ხმელი ბალახით შეიძლება ხეების შეხრჩოლება).- ბაბუაწვერას 400 გ ფოთოლს ან 200 გ მცენარეს ფესვურებთან ერთად ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აყოვნებენ 2 სთ-ს.- 800 გ გამხმარ ფარსმანდუკს აქუცმაცებენ, უმატებენ 10 ლ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 1,5-2 დღე-ღამეს ან ადუღებენ 30 წთ-ს, წურავენ, უმატებენ 40 გ საპონს.- ნახევარ ვედრო ანწლს აყოვნებენ 2 დღე-ღამეს 10 ლ წყალში, აზავებენ წყლით (1:2) (ეს საშუალებები გამოიყენება ბუგრების, ფსილების, ლოფორთქინების, წვრილი მატლების წინააღმდეგ).ასევე მიზანშეწონილია ველური ინსექტიციდური მცენარეების მომარაგება, რისთვისაც მათ აშრობენ ჩრდილში, გამჭოლ ქარში და მავნებელთა გამოჩენისთანავე ამზადებენ ხსნარს რეცეპტების მიხედვით. მწერებისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ისეთი მცენარეების გამოყენება, როგორიცაა ჭინჭარი, შვიტა ან ასფურცელა.ჭინჭრის ნაყენი მღილების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, რომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება გვალვიანი გაზაფხულის პირობებში. შეაგროვეთ 1-2 კგ ჭინჭრის ახალი ფოთლები, დაასხით ერთი ვედრო წყალი და დააყოვნეთ დღე-ღამის განმავლობაში. მიღებული ხსნარი გამოიყენეთ მღილებისგან დაზიანებულ მცენარეთა შესასხურებლად. ჭინჭრის ნაყენით ასევე შეიძლება პომიდვრის ფიტოპტოროზის თავიდან აცილება. შემჩნეულია, პომიდორი ჭინჭრის მახლობლად თუ იზრდება, მისი ნაყოფი ბევრად ხანგრძლივად ინახება.მღილების საწინააღმდეგოდ შეიძლება შემდეგი საშუალებების გამოყენებაც:ა) ტრიქოპოლის ან მეტრონიდაზოლის ოთხი აბი ერთ ვედროზე. მათი, როგორც სამკურნალო საშუალებათა, შეძენა აფთიაქებშიც შეგიძლიათ.ბ) ჭრიან მწიფე პილპილს (100 გ), ასხამენ 1 ლ წყალს, ადუღებენ 20 წთ და აყოვნებენ 2 დღე-ღამეს. შესხურების წინ ამზადებენ შემდეგი კონცენტრაციის ხსნარს: 2 ჭიქა ნახარს აზავებენ 10 ლ წყალში (შეგიძლიათ 20 გ საპნის დამატება). მღილები ასევე ვერ იტანენ მდოგვს, თამბაქოს.კარტოფილის ნაყენი: ა) 1,5 კგ კარტოფილის ნედლ ყლორტებს ფშვნიან და ასხამენ 10 ლ წყალს. აყოვნებენ 4 სთ-ს, წურავენ, უმატებენ 40გ საპონს და ასხურებენ მცენარეებს. ბ) 2 კგ კარტოფილის შეშრობილ (ან 800 გ მშრალ) მკლავს უმატებენ 10 ლ თბილ წყალს, 40 გ სარეცხ საპონს და აყოვნებენ. მიღებულ ხსნარს მღილების წინააღმდეგ ასხურებენ ბალს, მოცხარს, ჟოლოს, მარწყვს. გ) კარტოფილის 1,2 კგ მწვანე ან 600-800გ ხმელ ფოჩს ასხამენ 10 ლ წყალს, აყოვნებენ 3-4 სთ-ს და მცენარეს ასხურებენ შებინდების ჟამს. კარტოფილის ფოჩის დოზის გადიდება იწვევს მცენარეთა სიდამწვრეს (ეს საშუალებები გამოიყენება ბუგრების, ფსილებისა და ტკიპების საწინააღმედგოდ).პომიდვრის ნაყენი: ა) 1 კგ პომიდვრის ყლორტებს ფოთლებთან ერთად ფშვნიან და ასხამენ წყალს. ადუღებენ 30 წთ, წურავენ, სამჯერ აზავებენ და 40 გ საპნის დამატების შემდეგ იყენებენ. ბ) 10 ლ წყალს, რომელშიც ჩაყრილია 4 კგ პომიდვრის ნაფურჩქნი ან ფოჩი, 30 წთ ნელ ცეცლზე ადუღებენ და წურავენ. შესასხურებლად 2-3 ლ ნახარშს აზავებენ 10 ლ-მდე წყალში და უმატებენ 40 გ საპონს (ეს საშუალება იხმარება ფოთლის მღრღნელი მატლების, ხერხიების, ხვატრების, ჩრჩილების, ნაყოფჭამიების წინააღმდეგ). გ) 4-5 კგ ახალი პომიდვრის მკლავი 10 ლ წყალში გააჩერეთ 3-4 სთ-ს. მდუღარე წყალს თუ დაასხამთ, 30 წთ მოათავსეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. ნახარში გააზავეთ წყლით 1:2-ზე; 10 ლ-ს დაამატეთ 40 გ სარეცხი საპონი და მიღებული ხსნარით დაამუშავეთ ბუჩქნარი მღილებისა და სხვა მავნებელთა წინააღმდეგ. პომიდვრის ერთი დღე-ღამით დატოვებული ნაყენით შეიძლება კომბოსტოს მორწყვა კომბოსტოს თეთრულას საწინააღმდეგოდ.ნივრის ნაყენი: ა) 200-300 გ ნივრის თავს ატარებენ ხორცსაკეპში, უმატებენ 10 ლ-მდე წყალს, წურავენ და მაშინვე ასხურებენ მცენარეებს. ბ) ახალი ნივრის ფოთლებსა და საყვავილე ღეროებს (200 გ) აქუცმაცებენ, ასხამენ წყალს (5 ლ) აყოვნებენ დღე-ღამის განმავლობაში და მიღებული ნაყენით ახდენენ მცენარეთა დამუშავებას მღილების წინააღმდეგ. გ) 0,5 კგ ნივრის გასუფთავებულ და დაქუცმაცებულ კბილებს ასხამენ წყალს (10 ლ), მჭიდროდ ხურავენ ჭურჭელს და აყოვნებენ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ კარგად ანჯღრევენ, უმატებენ მსხვილ სახეხზე გახეხილ კუპრის საპონს და ურევენ სრულ გახსნამდე. შესასხურებლად იღებენ ერთ ჭიქა ნაყენს 10 ლ საპნიან წყალზე, რომელშიც წინასწარ ხსნიან 20 გ იმავე საპონს. დ) 30 გ დაქუცმაცებულ (ან ხორცსაკეპში გატარებულ) ნიორს აყოვნებენ 10 ლ წყალში ერთი დღე-ღამე. ნივრით ამუშავებენ ყვავილის ბოლქვებსაც. ამ ნაყენის გამოყენება შეიძლება კიტრსა და კომბოსტოზე მღილების საწინააღმდეგოდ.ნავთ-საპონის ემულსია: 10 ლ წყალში ხსნიან 40 გ სარეცხ საპონს. უმატებენ 10 წვეთ ნავთს და ამ ნაზავით ორჯერ ჩამორეცხავენ მცენარეთა ტოტებსა და ღეროებს 8-10 დღის ინტერვალით (იხმარება კენკროვანი მცენარეებისა და ოთახის ყვავილების დასაცავად ფარიანებისგან).დაავადებებთან საბრძოლველად შეიძლება სასუქების გამოყენება. მაგალითად, ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ ხეებს ყვავილობის შემდეგ ასხურებენ შარდოვანას (კარბამიდი) 0,5%-იან ხსნარს (50 გრ 10 ლ 0,5%-იანი კალიუმის მარილის წყალხსნარში). ხილის მოკრეფის შემდეგ, სრულ ფოთლცვენამდე, ვაშლისა და მსხლის კრონას ასხურებენ 5%-იან შარდოვანას (500 გრ 10 ლ წყალში), ხოლო გაზაფხულზე ხის ტანის მიდამოებში ნიადაგს ასხურებენ შარდოვანას 7%-იან ხსნარს ან კალიუმის ქლორიდის 10%-იან ხსნარს.მავნებლებისაგან დასაცავად ვაშლისა და ალუბლის ხეებზე დაკიდეთ ბურახით სავსე ქილები და ყველა მწერი ქილებში აღმოჩნდება. კოლორადოს ხოჭოსა და მახრის მოსასპობად ნიადაგი შემოდგომაზე გადახანით კაკლის ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად (4 ტომარა კაკლის ფოთოლი 100 კვ.მ-ზე). ლოკოკინების წინააღმდეგ სავბრძოლველად კარგ შედეგს იძლევა ბაღის გარშემო მარილის დაყრა. კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგოდ შეიძლება გულყვითელას (კალენდულა), კიტრის ფოთლის, მიწავაშლას, აბზინდას, ქრისტესისხლას და ხახვის ნარჩენების გამოყენებაც. მათ აყოვნებენ წყალში ორი-სამი დღის განმავლობაში.ნაცრის თავიდან ასაცილებლად სრულებით არ არის აუცილებელი შხამქიმიკატების გამოყენება. გამოცდილი მებაღე სხვაგვარად მოიქცევა. ყლორტების ზომიერი გასხვლა, მცირე რაოდენობით (20-30 გ/მგ) ფოსფორითა და კალიუმით გამოკვება და აზოტის უმნიშვნელო სიჭარბის დაუშვებლობა - აი, პროფილაქტიკის მეთოდების მისი ძირითადი ასორტიმენტი. თუ ნაცარი მაინც გაჩნდა, მაშინ შეიძლება ძროხის ნაკელის გამოყენება: 1 წილ ნაკელს 3 დღე-ღამის განმავლობაში ათავსებენ 3 წილ წყალში. შემდეგ ხსნარს აზავებენ წყლით (1:3) და წურავენ. ასხურებენ საღამოს. ძროხის ნაკელში გამრავლებული ბაქტერიები აქტიურად უმკლავდებიან ნაცარს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჭურჭელი, რომელსაც ნაკელის ხსნარის დასამზადებლად ან შესაფრქვევად იყენებთ, არ უნდა შეიცავდეს შხამქიმიკატების უმცირეს ნარჩენებსაც კი, რომელთაც შეუძლია ბაქტერიების - ნაცრის ანტაგონისტების ზრდისა და განვითარების დათრგუნვა.ნაცრის საწინააღმდეგოდ ასევე იყენებენ 3 გ კალიუმის პერმანგანანტს 50 გ კალიუმის ქლორიდთან ერთად (ან ძლიერი დაზიანების შემთხვევაში 100-200 გ სუპერფოსფატთან ერთად) 10 ლ წყალში.ხის ნაცარი კალიუმის შემცველობის გამო აძლიერებს მცენარეთა იმუნიტეტს. კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ბალახოვან მცენარეთა ნაცარი. წიწიბურასა და მზესუმზირას ნაცარი შეიცავს 35-36% კალიუმს, ხორბლისა და ჭვავის ჩალის ნაცარი - 13-17%-ს, თელისა და არყის ხისა - 10-14%-ს, ნაძვისა და ფიჭვისა 3-7%-ს. ნაცარი, კალიუმის გარდა, შეიცავს მხოლოდ 1-2% კალიუმსა და ფოსფორს და თითქმის არ შეიცავს კირს. ამიტომ ეწერ და მჟავე ნიადაგებში მხოლოდ ხის ნაცრით შეიძლება ნიადაგის მაღალი მჟავიანობის განეიტრალება.ჯანსაღი მცენარეების გაზრდას ხელს უწყობს ნიადგში ხის ნახშირის შეტანა კარტოფილის, ყაბაყის, პატისონის ფოსოებში, მარწყვისა და კენკროვანი ბუჩქნარის დარგვისას, კიტრის, ჭარხლის, კომბოსტოს დათესვის წინ მწკრივებში შეტანა 1 კვ.მ-ზე 20-200 გ-ის დოზით, ნაცარში კალიუმის შემცველობის მიხედვით. შავი მოცხარისა და ხურტკმელის ყვავილობის შემდეგ, ნაყოფის ფორმირების პერიოდში, ნიადაგში შეაქვთ 200-300 გ მშრალი ნაცარი და ნიადაგის ზედაპირზეც თანაბრად ანაწილებენ მას ბუჩქის ზონაში. ნაცრის დაავადების წინააღმდეგ ბუჩქებს ასხურებენ ხის ნაცრის ნაყენს 2-3-ჯერ 8-10 დღის ინტერვალით. მშრალ ნაცარს აფრქვევენ ბოლოკის, თალგამის აღმონაცენებს ჯვაროსანი კულტურების ფოთოლრწყილების წინააღმდეგ და მარწყვისა და ბოსტნეულ კულტურათა მწკრივთაშორისებს ლოფორთქინებით დაზიანების შემთხვევაში.მიკრობიოლოგიური ნაყენების გამოყენება წარმატებით შეიძლება მოცხარისა და სხვა კულტურათა ნაცრის წინააღმდეგ: 1) 1/3 ვედრო ძროხის ნაკელს ან ჩაშმორებულ თივას ასხამენ 3 ლ წყალს, აყოვნებენ 3 დღეს (სრულ დადუღებამდე), აზავებენ წყლით (1:3), ნაყენს წურავენ და ასხურებენ დამზადების დღეს (დამუშავებას იმეორებენ 10-12 დღის შემდეგ); 2) 9 ლ წყალს უმატებენ 1 ლ შრატს, დოს ან მოხდილ რძეს და ასხურებენ მცენარეებს შებინდებისას (ორჯერ ან სამჯერ, დაავადების განვითარების ხარისხის მიხედვით).
შესხურების დროს კარგად უნდა დასველდეს ფოთლების არა მარო ზედა, არამედ ქვედა მხარეც, სადაც მავნებლები ყველაზე ხშირად მრავლდებიან და დაავადება ვითარდება.არ შეიძლება კამის, ოხრახუშის, ნიახურის, ქინძის, მწვანე ხახვის, სალათის, პიტნის, კომბოსტოს (თავის დახვევის შემდეგ) შესხურება.
სამუშაო ხსნარის შესხურების ნორმებია: ახალგაზრდა ხე (6 წლამდე) - 2 ლ-მდე; ნაყოფმსხმოიარე ხე - 10 ლ-მდე; მოცხარის ბუჩქი - 1.5 ლ-მდე; ხურტკმელის ბუჩქი - 1 ლ-მდე; ჟოლოს ბუჩქი - 2 ლ-მდე; მარწყვი (10 კვ.მ) - 1,5ლ-მდე; ბოსტნეული კულტურები, კარტოფილი (10 კვ.მ) - 1 ლ-მდე.მეურნეს ნებისმიერ პრეპარატთან მუშაობისას ხშირად უხდება ვედროების, ჭიქებისა და სხვა ჭურჭლის ხმარება. ზოგიერთი ჭურჭლის დაახლოებითი ტევადობა ასეთია: 1 ვედროში ეტევა 10 ლ წყალი; 1 თხელ ჭიქაში - 250 მლ; 1 თლილ ჭიქაში 200 მლ; 1 სუფრის კოვზში - 10 მლ; 1 ჩაის კოვზში - 5 მლ. ჯაყვის წვერზე ეტევა 0,25-0,5 გ მსუბუქი ან 1-2 გ მძიმე ფხვნილი.

Thursday 29 October 2015

Использование цитокининовой пасты при размножении фиалок

опыта по применению цитокининовой пасты. Давно интересовалась и читала в Интернет про эту пасту и вот решила попробовать на своих фиалках.
Цитокининовую пасту применяют для размножения химер, фиалок, часто дающих спорты, и еще одно ценное ее свойство - помогает получить деток от долго не дающих деток черенков.
Начну с "трудных" черенков. В начале января купила в ДФ черенок Fisher's Leone, очень, уж, понравились цветы. Меня сразу предупредили, что сорт "тугой", но я все равно решила попробовать. Посадила черенок как положено, предоставила ему самое благоприятное место, но... Прошло, наверное, месяца 4, а может быть и больше, никаких деток и в помине нет... Тогда я вспомнила, что когда-то читала в Интернет, у кого, не помню, что в таких случаях можно попробовать применить цитокининовую пасту. Паста наносится иголкой в царапину, сделанную на черешке у поверхности земли в стаканчике. Я так и сделала. Буквально через пару недель стали появляться детки и в большом количестве. Я отсаживала тех, что покрупнее, мелкие подрастали и появлялись все новые.
Красным обведено то место, где была нанесена паста, и там тоже стали появляться детки. Когда отсаживала последние 2 детки, решила, что хватит мне деток этого сорта и черенок с зародышами деток уже не стала дальше растить.
Теперь про размножение химер. К химерам всегда относилась и отношусь спокойно. Но, какая же коллекция без химер? Несколько миниатюр сама купила (из 5 только 3 зацвели как химеры, всякое бывает...), стандарты  были подарены или попали ко мне при обмене. Покажу вам весь процесс на стандартной химере АВ-Бокал Шампанского и миниатюрной Rob's Monkeyshines.
Пасынки будем получать на цветоносах. Для этого на кончик иголки взяла совсем чуть-чуть пасты и сделала царапину в районе маленьких листочков на цветоносе:
Недели через 2 или 3 в этом месте стали появляться маленькие пасынки. Сам цветонос продолжал держать уже распустившиеся цветы, продолжал расти и образовывать новые бутоны, которые позже распустились:
Когда пасынки немного подросли, я стала их аккуратно снимать с цветоносов и ставить на укоренение, как обычно (разогнутой скрепкой фиксирую пасынок):
Укореняю в тепличке под светодиодами или лампами. Заметила, что укоренение таких пасынков происходит дольше, чем обычных, снятых с розетки.
Обычные пасынки дают корни через 3-4 недели в тепличке и их уже можно вынимать и давать им жить на полке самостоятельно. Эту же розеточку держала в тепличке 1.5 месяца, сейчас она уже тронулась в рост:
В нижнем ряду 2 розеточки Rob's Monkeyshines были поставлены на укоренение в то же время. Одна уже собирается цвести:
Поскольку я первый раз пользовалась цитокининовой пастой, то перестаралась, сделала много царапин с пастой и сейчас на этих 2-х розетках продолжают расти пасынки:
Еще читала в Интернет, что таким же образом можно получать пасынки на цветоносах у фиалок часто дающих спорты, чтобы сохранить сортовую окраску. Но пока этого не пробовала делать, нет необходимости.
Вот, и все. Если что-то не совсем подробно написала, спрашивайте в комментариях.

Wednesday 28 October 2015

🌺Знакомьтесь, Стрептокарпус🌺

Уход за стрептокарпусами в домашних условиях довольно простой, но если честно, когда я увидела этот цветок, почему то подумала, что он очень привередлив. Мне казалось, что все, красивоцветущие растения требовательны к уходу, но оказывается, есть исключения и стрептокарпус одно из них.
Кроме ухода, который ну очень простой, меня сразило наповал и цветение, и это заставило меня сделать выбор в пользу стрептокарпусов и отказаться от фиалок. К сожалению, они перестали мне нравится, а фиалки не любят невнимания к себе и начали потихоньку чахнуть, пришлось, раздать их добрым людям. ✔УХОД Стрептокарпус такое растение, которое любит, когда ему уделяют внимание, учитывайте это, если решились на покупку цветка. Ну а теперь подробнее о самом уходе за стрептокарпусом. Во-первых, как и все кравсиво цветущие растения, стрептокарпус любит, когда в помещении тепло, однако, он не переносит прямых солнечных лучей. Для обильного цветения, необходимо, что бы светло было не менее 14 часов. Растение цветет с мая и до сентября-ноября, но если давать дополнительный свет в зимнее время дневными лампами, то цветение может продолжаться круглый год. Что касается места размещения, то поставьте свой стрептокарпус на восточном, или западном окне. ✔ТЕМПЕРАТУРА Растение прибыло к нам из теплых стран, но не смотря на это, стрептокарпус плохо переносит жару. Для его благоприятного развития достаточно 24С. Если погода стоит слишком жаркая, тогда придется увеличивать и влажность воздуха. В зимнее время, растение отдыхает, и ему желательно обеспечить прохладные условия, но не должно быть слишком холодно, нормальная температура в период покоя считается 15-18С для обычных сортов и 18-20С для гибридных. ✔ПОЛИВ И ВЛАЖНОСТЬ ВОЗДУХА Полив, это самое сложное в уходе за стрептокарпусом, и у новичков от неправильного полива растение может погибнуть, поэтому, будьте в этом плане очень внимательны. Поливать стрептокарпус лучше в поддон, можно поливать и в грунт, но только по краю горшка. Во время полива старайтесь, что бы влага не попадала на листья, особенно в центр розетки, в этом случае растение может погибнуть. Воду для полива заранее отстаивают, желательно, что бы она была немного теплее комнатной температуры. Следите всегда за влажностью земли, старайтесь не переливать растение. Стрептокарпус боится чрезмерного переувлажнения и застоя воды, от этого может начаться загнивание корневой системы. Так что, полив должен быть умеренным, а поливать стоит только после того, как начнет высыхать средний слой почвы, но и не стоит дожидаться, пока почва полностью высохнет. Нельзя допускать даже малейшего застоя воды, поэтому, сразу же сливайте воду с поддона. А что касается влажности воздуха, то она должна быть высокая, но при этом опрыскивать растение ни в коем случае нельзя. Что бы обеспечить растение высокой влажностью, разместите рядышком емкости с водой или влажным керамзитом. ✔ПОДКОРМКА С подкормкой, как и с поливом так же нужно быть осторожнее, не смотря на то, что стрептокарпусы любят поесть. Что бы не перекормить растение, разводите удобрение не как в инструкции, а в два раза меньше. Для подкормок берут удобрения для цветущих растений. Подкармливать растение можно каждую неделю, в результате у него будет образовываться больше листьев, что благоприятно влияет на пышное цветение. ✔ГРУНТ Почва должна быть легкой и пористой, что бы в нее проникал свободно воздух и задерживалась влага. Новички в этом плане могут допускать ошибки, пересаживая растение в слишком плотный грунт, в результате чего растение погибает. Для стрептокарпусов можно приобрести землю в цветочном магазине для фиалок и добавить в нее немного торфа. ✔ПЕРЕСАДКА Несмотря на то, что растению нравятся частые пересадки, все же это нужно делать по мере его роста. Когда листьев появилось слишком много, то можно пересадить растение в более просторный горшок. Если при пересадке вы растение разделили, то его можно посадить в старый горшок, но с новым грунтом. После пересадки, в течение трех недель растение поливают не в поддон, а по краю горшка. На дно горшка обязательно кладут дренаж. Посуду для посадки растения выбирают не глубокую, а широкую, что бы корни слишком не разрастались, что отрицательно сказывается на цветении. К тому же, в высоком горшке верхняя часть быстро высыхает, а нижняя остается влажной, при следующем поливе есть риск застоя воды, что является причиной загнивания корневой системы и размножения патогенной микрофлоры. ✔РАЗМНОЖЕНИЕ Размножаются стрептокарпусы несколькими способами: семенами, черенками, делением материнского куста. Подробнее будет рассказано в отдельной статье. ✔БОЛЕЗНИ СТРЕПТОКАРПУСОВ Стрептокарпусы, как и многие растения подвержены различным заболеваниям. Например, растение может заболеть каким-либо инфекционным заболеванием, в результате которого у него начинают желтеть листья, увядать и засыхать, ухудшается цветение и растение может погибнуть. Очень важно заметить болезнь на первых стадиях, иначе, она быстро передается и вы можете потерять все свои растения. На стрептокарпусе может появиться такая грибная болезнь, как мучнистая роса. При появлении болезни на листьях, стебле и даже цветах появляется белый налет. Постепенно пораженная часть становится коричневого цвета, засыхает и отмирает. Мучнистая роса развивается при неблагоприятных условиях: сквозняки, перепады температуры, переувлажнение почвы и даже избыточные подкормки. При обнаружении первых признаков болезни, растение опрыскивают специальными растворами по инструкции. Бывает у растения появляется серая гниль. При этом заболевании пораженная часть покрывается светло-коричневым налетом, появляются бурые язвочки, которые разрастаются в размерах. Что бы избежать данного заболевания не стоит опрыскивать растение водой и создавать излишнюю влажность. При обнаружении заболевания удаляют или вырезают пораженные места, а растение опрыскивают медно-мыльным раствором. Любит на стрептокарпусе поселяться трипс. Эти насекомые распространяются очень быстро. К сожалению, самого вредителя обнаружить довольно сложно, о его появлении говорят некоторые признаки. Цветы отцветают слишком быстро, пыльники буреют и высыхают, пестики у основания утолщаются. На цветках можно увидеть осыпавшуюся пыльцу. При появлении болезни, растение опрыскивают специальными растворами согласно инструкции.

Как сделать удобрения - Все буде добре



კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა ძნელად იზრდება, მაგრამ თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, თქვენს ბინას დიდი ხნით დაამშვენებს.
კალათეას მთავარი მომხიბვლელობა მისი ფოთლებია. ფოთლების ზედაპირი ორიგინალურადაა მოხატული და დაძარღვული, ზურგი კი კონტრასტულად მუქია. 

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

ზოგ სახეობას მაქმანისებრი, გამჭვირვალე ფოთლები აქვს, სხვები კი მკვრივია და უხვად მოხატული. 
კალათეა თავს კარგად გრძნობს გვიმრებთან და ისეთ მცენარეებთან ერთად, რომელთაც ჩრდილიანი გარემო მოსწონთ. 

კალათეა - Calathea makoyana

გამოიყენება მოყვავილე მცენარეების ფონად. კალათეას სახეობებს (C.crocata-ს გარდა) უბრალო ყვავილები აქვს, თუმცა ოთახის პირობებში იშვიათად ყვავილობს.

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

სინათლე
მზის გულზე ნუ გააჩერებთ, თუმცა ნურც გაბნეულ შუქს მოაკლებთ.

ტემპერატურა
იდეალურია მთელი წლის განმავლობაში სტაბილური ტემპერატურა - 20 გრადუსი ცელსიუსი.

მორწყვა
რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არა სველი. 
რაც უფრო თბილია, კალათეას მით მეტი ტენი სჭირდება. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ.

მოვლა
მოარიდეთ ორპირ ქარს. მტვერი ფოთლებს სიხსახასეს უკარგავს. წმენდისას მცენარე ამოაყირავეთ და ფოთლები წყლიან ჯამში გაავლეთ. 
არ მოსწონს სიცხე და სიმშრალე. თუ მზის გულს მოარიდებთ და ფესვებს ხშირად დაუტენიანებთ, კალათეა მშვენივრად გაიზრდება.

ზომა დაახლ. 60სმ;
ადგილი: სააბაზანო; უმზეო; სასტუმრო ოთახი;

კალათეა - Calathea makoyana

კალათეა - Calathea makoyana

Saturday 24 October 2015

НАТУРАЛЬНЫЕ УДОБРЕНИЯ ДЛЯ ДОМАШНИХ ЦВЕТОВ

1. Сахар Пожалуй, самым популярным натуральным удобрением, применяемым для подкормки комнатных цветов, является обыкновенный сахар. Сахаром посыпают землю в горшке или же разводят в воде в пропорции: одна чайная ложка сахара на стакан воды. И подкармливают один раз в неделю этим раствором. Проводят 2-3 подкормки, большее количество подкормок может негативно сказаться на растении. Можно для этих же целей купить глюкозу в аптеке и разводить ее, одна таблетка на литр воды. Этим же раствором можно опрыскивать растения. Такую подкормку следует давать слабым и болеющим растениям. Сильные растения в такой подкормке не нуждаются. 2. Спитой кофе Отличным удобрением для всех домашних цветов (и не только домашних) является спитой кофе, тем более что готовить специально это удобрение не нужно. Просто, выпив чашечку кофе, не выливайте кофейную гущу, а смешайте ее с землей в вазоне. Благодаря такому нехитрому приему земля станет более рыхлой и легкой. К тому же, повысится кислотность почвы, и в ней будет больше кислорода. В качестве подкормок для домашних цветов нередко используют не только спитой кофе, но и чайную заварку. К сожалению, она может дать не только положительный, но и отрицательный эффект. Несомненно, такие добавки сделают землю в цветочном горшке более рыхлой, но не забывайте, что заварку в почве просто «обожают» чёрные мушки (сциариды), так что будьте осторожны. 3. Цитрусовые и прочие фрукты Корочки мандаринов, апельсинов и даже бананов могут превратиться в прекрасное удобрение для домашних растений. Правда, для этого над ними придется немного «поколдовать». Чтобы приготовить удобрение из цитрусовых, их цедру необходимо измельчить, наполнить ею примерно на треть литровую банку и залить эту банку доверху кипятком. Настояв такое «цитрусовое» удобрение на протяжении суток, вынуть корки, воду в банке опять довести по объему до литра, добавив чистой воды, и полить наши цветочки. Примерно так же готовится удобрение из банановых корок: измельчить их, наполнить до половины литровую банку и залить ее доверху водой. Удобрение настаивать сутки, после чего процедить, шкурки выбросить, а банку снова наполнить доверху чистой водой. В отличие от цитрусовых, шкурки банана можно добавлять и прямо в земельный субстрат: во время пересадки домашних цветов добавьте в горшок с питательной почвой немного заранее высушенных и измельченных банановых шкурок. Со временем они перегниют и подкормят растения микроэлементами, которые благоприятно скажутся на росте зеленой массы. 4. Зола В золе содержится калий, фосфор, магний, кальций, железо, цинк и даже сера. Причем калий и фосфор содержатся в золе в легкодоступной для растений форме, что делает золу одним из лучших удобрений для цветов. Чтобы подкормить цветочки, золу можно просто смешать с почвой при пересадке растений. Так вы не только сделаете земельный субстрат более питательным, но и обеззаразите его, благодаря чему поврежденные при пересадке корешки точно не загниют. А еще из золы можно приготовить жидкую подкормку для домашних цветов. Для этого 1 столовую ложку золы разводят в литре воды. 5. Дрожжи — отличный стимулятор роста домашних цветов Обыкновенные дрожжи выделяют для растений много полезных веществ, в том числе фитогормонов. Так, в них содержатся цитокинины - гормоны, участвующие в регуляции деления и дифференциации клеток. Есть в таких настоях и ауксины, и витамины группы В, особенно тиамин, на которые растения откликаются весьма хорошо. При проливе почвы дрожжевым экстрактом резко возрастает активность микроорганизмов, усиливается выделение углекислоты, происходит быстрая минерализация органики с выделением азота и фосфора. Внесение 1%-ного дрожжевого настоя в почву эквивалентно внесению стандартной сезонной дозы полного комплексного удобрения. Чтобы приготовить дрожжевую подкормку, растворите 10 грамм дрожжей и 1 ст. ложку сахара в 1 литре слегка теплой воды. Если обыкновенных дрожжей под руками нет, можно воспользоваться и сухими, растворив 10 грамм сухих дрожжей и 3 ст. ложки сахара в 10 литрах воды. Независимо от того, какие дрожжи вы использовали для приготовления питательного раствора, — обычные или сухие — прежде чем подкармливать растения, дайте ему настояться примерно 2 часа. Затем раствор разводят водой в соотношении 1:5 и поливают им землю в горшках с растениями. 6. Луковый коктейль «Живительный коктейль», приготовленный из луковой шелухи, благоприятно отразится на росте всех без исключения домашних растений — ведь в нем содержится полный набор микроэлементов. В приготовлении коктейля из луковой шелухи нет ничего сложного, единственный нюанс: он не может долго храниться, поэтому такую подкормку нужно готовить каждый раз заново. Итак, для приготовления лукового коктейля необходимо около 50 граммов луковой шелухи залить 2 литрами горячей воды, довести отвар до кипения и, прокипятив около 10 минут, дать настояться в течение трех часов. После того, как отвар остыл, процедить его и опрыскать растения и верхний слой почвы в целях профилактического обеззараживания. 7. Перегной Перегной поистине является универсальным удобрением, которое с одинаковым успехом применяют как для подкормки растений в саду-огороде, так и для питания комнатных цветов. Чтобы подкормить комнатные цветы, лучше всего использовать листовой перегной — например, добавив его к земельному субстрату во время пересадки растений. В листовом перегное содержится ряд элементов, необходимых для питания растений. Кроме того, он существенно влияет на структуру почвы, в разы улучшая ее. Подкормить цветочки можно и перегноем на основе коровьего (свиного и так далее) навоза, для чего 100 грамм перегноя разводят в 10 литрах воды. Используя для подкормок домашних цветов перегной, будьте готовы к тому, что некоторое время от горшков будет исходить не очень приятный запах, который исчезнет в течение нескольких часов. 8. Аквариумная вода Прекрасной альтернативой покупным удобрениям может стать обыкновенная аквариумная вода. В ней содержится большое количество веществ, отлично стимулирующих рост растений, она очень мягкая, имеет нейтральный рН. Но использовать ее для подкормок рекомендуется весной или в начале лета — в моменты, когда у растений начинается активный рост листьев и побегов. А вот начиная с середины лета, аквариумную воду для домашних цветов лучше не использовать. Опять же, все хорошо в меру, поэтому подкармливать растения аквариумной водой нужно не чаще, чем раз в месяц, иначе множество микроскопических водорослей, попав в почву горшечного цветка, сильно размножатся, в результате чего грунт позеленеет и закиснет. 9. Янтарная кислота Янтарная кислота — вещество, которое получается после переработки природного янтаря, — обладает массой полезных качеств, благодаря чему ее широко используют, в том числе, и для подкормок домашних цветов. Чтобы приготовить питательный раствор, разведите 1 грамм препарата в 5 литрах воды. Этой жидкостью можно не только поливать, но и опрыскивать домашние растения. Особенно такие подкормки любят бегонии, аглаонемы, цитрусовые, хлорофитумы, фикусы, хавортия, опунция и толстянки. Учтите: использовать янтарную кислоту для подкормок домашних цветов можно не чаще, чем раз в год, иначе вы рискуете получить обратный эффект. 10. Вода от промывки круп Можно использвать в качестве удобрения воду от промывки круп (риса, гречки и др.) Такая вода содержит кремний, железо, магний, фосфор. И последнее — прежде, чем использовать удобрения для домашних цветов, запомните несколько несложных правил: не подкармливайте пересаженные в новую почву растения раньше, чем через 2 месяца, ведь в питательной почве тоже содержатся удобрения, избыток которых приведет только к гибели растения; прежде, чем удобрять растения, пролейте почву простой чистой водой, это поможет вам не погубить их в случае, если удобрение окажется концентрированным; все ослабленные или больные растения необходимо подкармливать очень осторожно, используя для этих целей раствор удобрений значительно меньшей концентрации; не нужно вносить подкормки круглогодично, домашние цветы нуждаются в удобрениях лишь в период весна-лето.


Thursday 22 October 2015

Как сохранить георгины до весны

георгины, украшающие сад с лета до заморозков яркими шапками цветков разнообразных форм и размеров, каждую осень заставляют сердце больно сжаться: сколько нераспустившихся бутонов как символ несбывшихся надежд осталось на их кустах! Георгины - праздник в саду, который хочется повторить в следующем году, а для этого нужно сохранить без потерь зимой их корневища. Цветоводы-любители выработали различные способы их хранения.
Корнеклубни георгин перед закладкой на хранение не должны слишком высыхать, так как при пересушивании и сморщивании они хуже хранятся, а весной дают слабые проростки. Недостаточное просушивание приводит к загниванию клубней во время хранения.
Перед закладкой на хранение механические повреждения клубней нужно подрезать и присыпать порошком древесного угля. Загнивание корневой шейки георгин во время хранения предотвращает опудривание корнеклубней мелом или золой; цветовод В. Кириченко обмакивает пеньки георгин в разведённую в воде до густоты сливок свежегашёную известь. Практикуется также обмакивание корневищ в глиняную болтушку. Затем подсушенные корнеклубни размещают в подвале, на стеллажах в хранилище. Нежелательно, если здесь же будет храниться картофель или другие овощи - повышенная влажность воздуха рядом с овощами может стать причиной возникновения и распространения на корневищах георгин грибковых заболеваний.
Считается лучшим режим хранения корнеклубней георгин при температуре 3-5 градусов и влажности воздуха 60-70% с хорошей вентиляцией.
Можно поставить клубни на слой торфа в ящики и присыпать их торфом; вместо торфа также используют песок или опилки (желательно хвойных пород); при подсыхании и увядании клубней изолирующий материал слегка увлажняют. Корнеклубни георгин в ящиках иногда перекладывают бумагой. Цветовод А. Кандаулов советует пересыпать клубни в ящиках "мёртвой землёй" (грунт, находившийся долгое время под постройками), так чтобы на поверхности остались лишь пеньки, землю вокруг которых он слегка присыпает негашёной известью.
Не все цветоводы имеют возможность хранить георгины в подвале или хранилище, поэтому для хранения в городской квартире клубни часто помещают в ящики, которые размещают в самом прохладном месте (например, рядом с балконом), или хранят в полиэтиленовых пакетах с изолирующим материалом. При хранении в тёплых и сухих помещениях: в наполненные сухим торфом пакеты укладывают клубни георгин, затем пакеты туго завязывают. При хранении в тёплых и влажных помещениях: в полиэтиленовые пакеты укладывают предварительно парафинированные клубни георгин и пересыпают их сухим торфом.
Цветовод М. Корягина завёртывает клубни георгин в газету и укладывает в полиэтиленовый пакет, который помещает в картонную коробку; закрывает коробку плёнкой и ставит её в самое холодное место в квартире.
Цветоводы В. Калинин и Т. Шепелева практикуют выращивание георгин из пасынков в осенне-зимний период: снимают пасынки в августе-сентябре, укореняют их в горшках с землёй на подоконнике - к весне вырастают крепкие кустики; так можно сохранить и быстро размножить понравившийся сорт. В феврале молодые георгины при дополнительном освещении могут зацвести, но если (не дожидаясь цветения) постепенно сокращать полив, то побеги начнут засыхать; после засыхания побегов горшки с клубнями можно убрать в коридор до весны.

ყვავილების მოვლა, რჩევები

მეყვავილეთა უმრავლესობა სარწყავში ჩვეულებრივ, ონკანის წყალს ასხამს და საჭიროების შემთხვევაში მასში სასუქს ამატებს…
გამძლე მცენარეებისთვის ასეთი მოპყრობა სრულიად მისაღებია, თუმცა, შედარებით მგრძნობიარე მცენარეებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ წყლის ტემპერატურას.
ნაზ მცენარეებს არ უყვართ, როცა „ფეხები ეყინებათ“, ამიტომ წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. საუკეთესო გამოსავალი სარწყავში წყლის მუდმივი მარაგის ქონაა, მაშინ წყალი ყოველთვის საჭირო ტემპერატურის იქნება. ხოლო თუ სარწყავი სულ ახლახანს აავსეთ, მას თბილი წყალი შეურიეთ.
ტემპერატურისგან განსხვავებით, სიხისტის რეგულირება ძალიან რთულია. წყალსადენის წყალი სუფთა წყლის (H2O) გარდა სხვადასხვა მინარევებს შეიცავს. ამ მინარევების, ე.წ. ტუტეების რაოდენობას მცენარისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ტუტეებში იგულისხმება წყალში გახსნილი კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის კარბონატი. რაც მეტია ისინი, მით ხისტია წყალი.
წყალსადენის წყლის სიხისტე სხვადასხვა ადგილზე განსხვავებულია. ჩვეულებრივ, მისი სიდიდის გაგება მუნიციპალური სამსახურებიდან შეიძლება. წყლის სიხისტე გრადუსებით იზომება. სიხისტის 1 გრადუსი 1 ლიტრ წყალში 10 მგ კირის შემცველობას შეესაბამება. მუდმივად ხისტი წყლით მორწყვა მცენარისთვის საზიანოა, რადგან დროთა განმავლობაში მიწაში კირის შემცველობა იმატებს და ის უფრო ტუტოვანი ხდება.
როგორც წესი, მცენარეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთი და იმავე წყლით რწყავენ. თუ მისი სიხისტე 10 გრადუსს არ აღემატება, ყველაფერი რიგზეა, რადგან მცენარეთა უმრავლესობა სიხისტის ამ დონეს ერევა. თუ სიხისტე 10-15 გრადუსს შორისაა, კირის შემცველობისადმი მგრძნობიარე მცენარეების მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ წყლის სიხისტე 15 გრადუსს აღემატება, წყალი მორწყვისთვის სპეციალურად უნდა მოამზადოთ.
წყალს ზედმეტი სიხისტე ყვავილის ქოთნის კედლებზე დაკვირვებითაც შეგიძლიათ შეატყოთ. თიხის ქოთნის კედლებზე მოთეთრო ლაქების გაჩენა წყალში კირის მაღალ შემცველობაზე მეტყველებს. განსაკუთრებით მგრძნობიარე ტუტოვანი გარემოსადმი არის: აზალია (Rhododendron simsii), კამელია (Camellia japonica), ანტურიუმი (Anthurium scherzeria-num), ჰორტენზია (Hudrangea macrophy-lla), ასევე ორქიდეებისა და გვიმრების ყველა სახეობა.
ტიპური სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მცენარე ზედმეტად ხისტი წყლით ირწყვება, არის ე.წ. ფოთლების ქლოროზი. ნიადაგის ზედმეტად გატუტიანების გამო მასში შემავალი უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერებები მცენარისთვის მიუწვდომელი ხდება. ამიტომ ფოთლები ჯერ ფერმკრთალდება, შემდეგ კი ყვითლდება. თუ საქმე ასე შორს წავიდა, აუცილებელია მცენარის დაუყოვნებლივ ახალ მიწაში გადარგვა.
როგორ შევამციროთ წყლის სიხისტე
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ თქვენ მხოლოდ დროდადრო რწყავთ მცენარეს ხისტი წყლით, ეს მას ზიანს არ მიაყენებს. კირის გარკვეულ ოდენობას მიწა თავად უმკლავდება. მიწის ეს ამორტიზატორული უნარი მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ტორფის საფუძველზე დამზადებულ ნარევს ეს უნარი გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე მიწისა და ქვიშის ნარევს. თუ მცენარეს რეგულარულად გადარგავთ ახალ მიწაში, გატუტიანების საფრთხე მნიშვნელოვნად მცირდება.
როგორ შეიძლება შემცირდეს წყალსადენის წყლის სიხისტე? ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ზოგიერთი საკმაოდ ადვილია, ნაწილს კი ძალისხმევა და აკურატულობა ჭირდება.
დააყენეთ წყალი
ეს ალბათ ყველაზე იოლი და ხელმისაწვდომი მეთოდია. თუ მორწყვამდე წყალს ერთი დღე-ღამე მაინც დააყენებთ, იქიდან კირის გარკვეული ოდენობა გამოიყოფა და წყალი დარბილდება. გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში წყლიდან ქლორიც ორთქლდება, რაც წყლის ხარისხს აუმჯობესებს.
აადუღეთ წყალი
სარწყავი წყალი აადუღეთ და გააგრილეთ. ამ დროს წყალში არსებული კირი ჭურჭლის კედლებზე კიროვანი ნალექის სახით დაილექება. ეს ძალიან ეფექტური მეთოდია, მაგრამ თუ მოსაწყავად ბევრი წყალი გჭირდებათ, პროცედურა დიდ ხარჯებსა და ენერგიას მოითხოვს.
გამოიყენეთ წვიმის წყალი 
თუ საშუალება გაქვთ, წვიმის წყალი რაიმე ჭურჭელში შეაგროვეთ. შემდეგ შეგიძლიათ მცენარეები მარტო ამ წყლით მორწყათ, ან წყალსადენის წყალი შეურიოთ. წვიმის წყალი წყალსადენისაზე გაცილებით რბილია და მცენარეებს უფრო შეეფერება. მეორე მხრივ, წვიმის წყალშიც არის გარკვეული მინარევები. ინდუსტრიულ რაიონებში და სატრანსპორტო მაგისტრალების ახლოს ატმოსფერულ ნალექს მცენარეებისთვის მავნე ნივთიერებები ერევა. ამიტომ წვიმის წყლის შეგროვებას მხოლოდ ხანგრძლივი წვიმების განმავლობაში გირჩევთ.
წყალს ტორფი დაამატეთ
წყლის სიხისტის შემცირება ტორფის დამატებით შეგიძლიათ. ამისთვის 10 ლიტრ წყალში 100 გრ ახალი ტორფი დაამატეთ. ტილოს ტომარაში მოთავსებული ტორფი 1 დღე-ღამით სათლში ან წყლის რაიმე ჭურჭელში ჩადეთ. თუ წყლის სარწყავად გამოყენება მალევე გინდათ, ის ტორფის თვითნაკეთ ფილტრში გაატარეთ. ამისთვის აიღეთ ყვავილის დიდი ქოთანი კარგი სადრენაჟო ნახვრეტით, ფსკერზე უხეში ტილოს ხელსახოცი დააფინეთ და ფხვიერი ტორფით აავსეთ. შემდეგ ქოთანი სათლზე დადეთ და სათლში წყალი ქოთნის გავლით, ანუ ტორფის ფილტრის გავლით ჩაასხით.
წყლის დარბილება სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით
ეს მეთოდი თქვენგან სიზუსტესა და აკურატულობას მოითხოვს. წყლის დასარბილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყიდვაში არსებული სპეციალური აბები ან თხევადი საშუალებები. ეს პრეპარატები შეიცავს მჟავებს, რომლებიც წყალში ჩასხმისას მასში არსებულ კირს ანეიტრალებს. პრეპარატის რაოდენობა წყლის სიხისტის დონეზეა დამოკიდებული და შეფუთვაზე იქნება აღნიშნული.
რაზეა დამოკიდებული მცენარის წყლის მოთხოვნილება
ყველაფერი ძალიან იოლი იქნებოდა, ყოველ მცენარეს დროის გარკვეული შუალედის შემდეგ წყლის ყოველთვის ერთნაირი ოდენობა რომ ჭირდებოდეს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, რადგან წყლის მოთხოვნილება სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული და წლის განმავლობაში ძლიერად იცვლება.
ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი მცენარის წარმოშობაა. თუ გვეცოდინება, რა პირობებში ცხოვრობს მცენარე მის სამშობლოში, მორწყვის შესახებ ბევრ ფასეულ ინფორმაციას შევიტყობთ. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს მცენარის წყობასა და გარეგნულ იერსახეს.
შედარებით ცოტა წყალი ჭირდება: 
•უხეშკანიან ან ცვილოვანი ნადებით დაფარულფოთლებიან მცენარეებს;
•სქელფოთლებიან მცენარეებს და კაკტუსებს, რადგან ისინი წყლის მარაგს დიდი ხნის განმავლობაში ინახავენ.
შედარებით ბევრი წყალი ჭირდება: 
•დიდ, მსუბუქფოთლებიან მცენარეებს;
•ბევრფოთლებიან მცენარეებს.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მცენარის ასაკი. უფრო ახალგაზრდა მცენარეს ფესვების სისტემა ძალიან ძლიერად არ აქვს განვითარებული და მას რეგულარული, მაგრამ არა ძალიან უხვი მორწყვა ჭირდება, მაშინ როცა უფროს, კარგად განვითარებულ ფესვთა სისტემიან მცენარეს ურჩევნია ის იშვიათად, მაგრამ საკმაოდ უხვად მორწყან.
წყლის მოთხოვნილებას მცენარის განვითარების ფაზებიც განსაზღვრავს. ზრდის პერიოდი, როგორც წესი, გაზაფხულიდან შემოდგომამდეა და ამ დროს მცენარეს ბევრი წყალი ჭირდება. ყვავილობის პერიოდში მცენარეს წყლის მოთხოვნილება კიდევ უფრო ეზრდება. ცნობილია, რომ აყვავებულ აზალიას ზამთარშიც უხვად მორწყვა ჭირდება.
ზოგიერთ მცენარეს დროდადრო მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი სიმშვიდის პერიოდი ეწყება. ჩვეულებრივ, ეს ზამთარში ხდება. ამ დროს მცენარე მინიმალურად უნდა მორწყოთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი წყლის მიწოდება საერთოდ უნდა შეწყვიტოთ, რადგან მცენარეს შეიძლება ფესვები დაულპეს.
მცენარის წყალზე მოთხოვნილება უშუალოდ არის დამოკიდებული გარე პირობებზე: ტემპერატურასა და განათებაზე. რაც უფრო თბილი და ნათელია ოთახი, მით მეტი წყალი ჭირდება მცენარეს. თუმცა ზამთარშიც კი, როცა განათების ინტენსივობა მცირდება, მცენარის წყალზე მოთხოვნილება ისევ მაღალი შეიძლება იყოს. გამათბობელი მოწყობილობები, რომლებიც მცენარის ახლოს დგას, იწვევს წყლის აორთქლების მატებას როგორც ფოთლებიდან, ისე ნიადაგის ზედაპირიდან და ქოთნის კედლებიდანაც.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ყვავილის ქოთნის ტიპიც. ყველაზე გავრცელებულია თიხისა და პლასტმასის ქოთნები. თიხის ქოთანში ჩარგულ მცენარეს მეტი წყალი ჭირდება, ვიდრე პლასტმასის ქოთანში ჩარგულს. უნდა გაითვალისწინოთ ასევე ქოთნის ზომა. დიდ ქოთანში მიწა მეტ ტენს ინახავს, ვიდრე პატარაში.
და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ მიწის შემადგენლობას. ოთახის მცენარისთვის დამზადებული სპეციალური ნარევები სხვა მახასიათებლებთან ერთად ტენის შეწოვისა და შენარჩუნების უნარითაც გამოირჩევა. ასევე, სუფთა ტორფი გაცილებით კარგად იკავებს წყალს, ვიდრე ქვიშიანი ნიადაგი.
როდის უნდა მორწყათ მცენარეები 
მორწყვისას შეცდომებს საკმაოდ ხშირად უშვებენ. ბევრი მცენარის წყალზე მოთხოვნილებას აჭარბებს და ხელმძღვანელობს პრინციპით: „რაც მეტი, მით უკეთესი“. ასეთ ფლორისტებს ძალიან აკვირვებთ ფაქტი, რომ მათი მცენარეები მაინც ცუდად იზრდება. და მხოლოდ მერე ხვდებიან, რომ ჯობს ნაკლები, ვიდრე ბევრი. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ ამის შემჩნევა.
მცენარეს მორწყვა ჭირდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიადაგში არსებული ტენის დიდ ნაწილს გამოიყენებს. მეორე მხრივ, წყლის ნაკლებობის მანიშნებელი სიმპტომების გაჩენას არ უნდა ელოდოთ. როცა მიწა ზედმეტად შრება, ის ქოთნის კიდეებს სცილდება და მორწყვისას წყალი მომენტალურად იღვრება ქოთნიდან, ნიადაგში არ შეიწოვება და შესაბამისად, ვერც მცენარის ფესვებამდე აღწევს. რასაკვირველია, ეს დაუშვებელია.
მიწის ტენიანობა ხშირად უნდა ამოწმოთ. ყველაზე მარტივი მეთოდი ხელით მოსინჯვაა. დააჭირეთ საჩვენებელი თითი ისე, რომ მიწაში დაახლოებით 1 სმ-ით ჩაეფლოს. თუ იგრძნობთ, რომ მშრალი ზედაპირის მიუხედავად მიწა შიგნით ჯერ კიდევ საკმარისად ტენიანია, სარწყავის ხელში აღებას ნუ იჩქარებთ. იმ შემთხვევაში, როცა მცენარის ზომა ამის საშუალებას იძლევა, აიღეთ ქოთანი და წონა მოსინჯეთ. თუ მიწაში ცოტა წყალია, ქოთანი საკმარისად მსუბუქი იქნება. ორივე მეთოდით იგებთ მიწის შიგნით ტენის არსებობის შესახებ.
განსაკუთრებით მოსახერხებელია ეს მეთოდი, როცა ყვავილები პლასტმასის ქოთანში გაქვთ, რადგან მათი საკუთარი წონა ძალიან მცირეა. რაც შეეხება, თიხის ქოთნებს, ყურადღება მიაქციეთ მის კედლებს: თუ ისინი მუქ-წითელი ფერისაა, ეს ადასტურებს, რომ ნიადაგში საკმარისი ტენია, ხოლო თუ ქოთნის კედლები მოყვითალო ფერს იძენს, ე.ი. მიწა მშრალია. ე.წ. „მიკაკუნების მეთოდი“ უფრო რთულია და გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. აიღეთ ქოთანი ხელში და ფანქრით, ხის ჯოხით ან ფრჩხილით მიუკაკუნეთ. თუ მიწა ტენიანია, ხმა შედარებით ყრუ იქნება, ხოლო თუ მშრალი — უფრო ხმოვანი.
ჭარბი ან არასაკმარისი მორწყვის ნიშნები 
რიგი ნიშნების მიხედვით დამწყები ფლორისტებიც იოლად მიხვდებიან, როდის იტანჯება მცენარე უწყლობით. მიწა მშრალია და ქოთნის კედლებს მოშორებულია, ხისმსგავს მცენარეებს დაუჭკნათ ფოთლები, ბალახოვნებს კი ფოთლებთან ერთად ღეროც. სხვა ნიშნები აჩვენებს, რომ მართალია მცენარე რეგულარულად ირწყვება, მაგრამ ის წყლის საკმარის ოდენობას მაინც ვერ იღებს. ამის ნიშანია მცენარის წვერებისა და ფოთლის კიდეების გაყავისფრება, კოკრებისა და ყვავილების ჩამოცვენა, ფოთლები გამქრქალება.
ზედმეტი მორწყვისას ფესვების დალპობის საფრთხე იქმნება. შედეგი კი ფატალურიც შეიძლება იყოს. როცა ფესვები ლპება, წყალი მცენარემდე ვეღარ აღწევს და ის იქცევა იგივენაირად, როგორც წყლის უკმარისობისას. ამიტომ თუ თქვენმა მცენარემ „ყურები ჩამოყარა“, პირველ რიგში მიწის ტენიანობა შეამოწმეთ და თუ ის სველია, ეცადეთ ფრთხილად ამოიღოთ მცენარე ქოთნიდან.
თუ მიწა ქოთნიდან იოლად არ ამოდის, მსუბუქად დაუკაკუნეთ ქოთანი რაიმე მაგარ ზედაპირზე. მცენარის ამოღების შემდეგ დაათვალიერეთ მისი ფესვები. ჯანსაღ მდგომარეობაში მისი ბოლოები ღია ფერის, ზოგჯერ თეთრიც კი უნდა იყოს, ხოლო თუ ისინი გაყავისფრებულია და სიდამპლის სუნი ასდის, მოაჭერით დაზიანებული ნაწილები და მცენარე ახალ მიწაში ჩარგეთ.
სწორი მორწყვა
აჯობებს მცენარეები დილაობით მორწყათ, ისინი დღის განმავლობაში წყლის დიდი ნაწილის ათვისებას შეძლებენ. თუ მცენარეს ზემოდან, სარწყავით რწყავთ, დღისით ფოთლები გაშრობას ასწრებს. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ სველი ფოთლები მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ მოხვდეს, თორემ წყლის წვეთებმა შეიძლება ლინზის როლი შეასრულოს და დამწვრობები გამოიწვიოს.
მცენარეების უმრავლესობისთვის მისაღებია როგორც ზემოდან, სარწყავით, ისე წყლიანი სადგამის მეთოდით მორწყვა. თუმცა ზოგიერთ მცენარეს, მაგალითად ციკლამენს და უზამბარულ იას არ უყვარს, როცა წყალი ფოთლებზე ან კოკრებზე ხვდება. ამიტომ ისინი ქვემოდან უნდა მორწყოთ.
რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რაოდენობა. ზრდასრულ მცენარეებს იშვიათად, მაგრამ უხვად რწყავენ. ქოთნის ძირზე აუცილებლად უნდა იყოს სადრენაჟო ნახვრეტი, რათა ზედმეტი წყალი სადგამზე ჩავიდეს. თუ მიწა გამშრალია, წყალი ნახვრეტში მაშინვე გადის და მხოლოდ შემდეგ შეიწოვება მიწაში. თუ მორწყვიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სადგამზე წყალი ისევ დარჩა, აუცილებელია მისი გადასხმა, რომ მიწის ზედმეტად დატენიანება თავიდან იქნას არიდებული.
ზოგიერთი მცენარის თავისებურებები 
ზოგიერთ მცენარეს მორწყვისადმი განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. ბრომელიასებრთა უმრავლესობას ფესვების სისტემა საკმაოდ სუსტი აქვს და ფაქტობრივად, მხოლოდ მცენარის დაჭერას ემსახურება. ისინი წყალსა და საკვებ ნივთიერებებს ფოთლებიდან იღებენ. ამიტომაც უნდა იზრუნოთ, რომ მათი ცენტრალური ძაბრი მუდმივად სავსე იყოს წყლით. სხვა ბრომელიასებრნი, მართალია, ფოთლებისგან ძაბრისებურ ფორმებს არ აკეთებენ, მაგრამ წყალსა და საკვებ ნივთიერებებს მაინც მხოლოდ ფოთლებიდან იღებენ.
არის მცენარეები, რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად ჭირდება მორწყვა. ჰორტენზია და ასპარაგუსი ზრდის პერიოდში უხვ მორწყვას საჭიროებს, მათი მიწა მუდმივად სველი უნდა იყოს. განსაკუთრებით ბევრ ტენს აორთქლებს ჰორტენზიის დიდი ფოთლები, აუცილებლობის შემთხვევაში, მას დღეში ორჯერაც რწყავენ. Scirpus, Pogonatherum და ციპერუსს (Cypems involucratus) ფესვები სულ სველი უნდა ქონდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ქოთანს წყლიან სადგამზე დადგამთ. გარდა ამისა, ამ მცენარეებს ხშირად უნდა შეაფრქვიოთ წყალი, თორემ ფოთლების წვეროები და კიდეები უსიამოვნო ყავისფერს შეიძენს.