Wednesday, 26 October 2016

როგორ ვებრძოლოთ ბოსტნეულის მცენარეების ყვავილების მავნებლებს

გაითვალისწინეთ ყველა ყვავილებს ესაჭიროება სხვადასხვა პროპორცია (დოზა) მცენარე რომ არ  დაგეწვათ ან არ  დაგეღუპოთ სასურველია დადგინდეს რომელი მავნებელი აზიანებს ასევე შეწამვლამდე აუცილებლად მიმართეთ მცოდნე გამოცდილ და კომპეტენტურ პირებს.

ნაცარი
დაავადება დასაწყისში ფოთლებზე ცალკეული გაფანტული ლაქების, ბაცი ნაცრისფერი, ნაზი ფიფქის სახით ვითარდება. შემდეგ კი ფოთოლი და ყუნწი მთლიანად მუქი ნაცრისფერი ფიფქით იფარება. ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ნაყოფი ვეღარ ხარობს. მცენარე ნაადრევად ხმება. საბრძოლველად ნაცრის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ტარდება შესხურება ფუნგიციდებით: ბაილეტონი 0,01%, ტოპაზი 0,02%, კოლოიდური, ბამპერი 0,1 %, გოგირდი 0,5-1%.

ბუგრები
ბუგრები სახლდებიან უპირატესად ახალგაზრდა ფოთლების ქვედა მხარეზე, ასევე ყლორტებზე და წუწვნით აზიანებენ მათ. ფოთლები უფერულდება, იკრუნჩხება და შემდეგ ხმება, საბოლოო ჯამში მცენარე იღუპება. ბუგრების წინააღმდეგ ვიყენებთ: აქტელიკს 0.15%, კარბოფოსს 0,1%, კონფიდორს 0,04%, პირინექსს, აქტელიკს 0,04 %.
აბდაუბდა ტკიპა
ტკიპა და მისი მატლები წუწნიან ფოთლებს, ფოთლის და ნაყოფის ყუნწებს, აჩენენ მათზე წინწკლებს, ფოთლები უფერულდება და ცვივა. ტკიპა პატარა ზომისაა 0,25-0,45 მმ სიგრძის, მოყვითალო-მომწვანო ფერის, კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეს და აბამს აბლაბუდას ქსელით. საბრძოლველად გამოიყენება 0,15 % აქტელიკი, 0,1 % კარბოფოსი, 0,2% ნეორონი, 0,03-0,05% ნისორანი, 0,03-0,05% სანმაიტი, ობერონი 0,4%.
ჭრაქი (პერენესპოროზი)
ჭრაქით ავადდება ფოთოლი, რომლის ზედა მხარეზე ყვითელი დაკუთხული ლაქები ჩნდება, ქვედა მხარე კი მონაცრისფრო-იისფერი ნაზი ფიფქებით იფარება, ფოთოლი ხმება და ადვილად იფშვნება. დაავადება ინტენსიურად ვითარდება ჭარბი ტენის პირობებში, ოპტიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსი ცელსიუსით. საბრძოლველად გამოიყენეთ შავიტი 0,2 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოულის სითხე 1%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5%. ბრძოლის ღონისძიებას ვიწყებთ სისტემური ფუნგიციდებით (რიდო- მილ გოლდი) და შემდეგ ვაგრძელებთ კონტაქტურით (ანტრაკოლი, სპილენძის ქლორჟანგი, ბორდოულის სითხე).
სამხრეთული ფესვის სიდამპლე
სამხრეთული ფესვის სიდამპლე გოგროვანთა საერთო ავადმყოფობაა. იწვევს ღეროსა და ნაყოფის დაავადებას. ნაყოფის დაავადება სწრაფად მიმდინარეობს. დაავადება იწყება ნიადაგის მხრიდან, სოკო იჭრება ნაყოფში და იწვევს ქსოვილის დაშლას. ნაყოფი კარგავს თავის ფორმას, დამპალი მხრიდან ჯდება ანუ ბრტყელდება, შემდეგ კი სკდება. საბრძოლველად გამოიყენეთ პრეპარატ პრევიკურის შესხურება ნიადაგზე დათესვიდან აღმოცენებამდე 0,2% და მეორედ მცენარეების აღმოცენების შემდეგ 0,15-0,2 %.
ზოგადად სარეველებთან საბრძოლველად გამოიყენება ჰერბიციდები სარდონი, მისტრალი, ზენკორი. კულტურული მცენარის გადარგვიდან 2 კვირის შემდეგ (0,7კგ/ჰა; ორლებნიანი სარეველების წინამღდეგ) და ერთლებნინი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინაამღდეგ (თაგვიყანა, გლერტა, შალაფა, ჭანგა) აგილი 0,6-0,8 ლ/ჰა-ზე, ფიუზილად ფორტე ან ფიუზილად სუპერი 2-4 ლ/ჰა-ზე.
კოლორადოს ხოჭო
კოლორადოს ხაჭო აზიანებს როგორც პომიდორს, ასევე კარტოფილს და ძაღლყურძენისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს ბარის პირობებში ვითარდება ხოჭოს სამი გენერაცია, მავნებლები ძალზე სწრაფად მრავლდებიან და ანადგურებენ მცენარის ფოთლებს. 
ბრძოლის ღონისძიებები: იყენებენ პირეტროიდების ჯგუფის პრეპარატებს დეცისი, შერპა, კარატე, ბულდოგი, კონფიდორი ან კონფიდორ მაქსი და სხვა 0,1-0,15 % კონცენტრაციით.


ხვატარები
დიდი ზიანი მოაქვს ხვატარს და მდელოს ხვატარს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, აზიანებს ბოსტნეულ კულტურებს, ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებში. იძლევა 3 სრულ და ნაწილობრივ მეოთხე თაობას.
ბრძოლის ღონისძიებები: მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების სრული განადგურება, ნიადაგის მზრალად ხვნა. ფოსფორორგანული პრეპარატები; ბი-58, აქტელიკი, პირინექსი, კარბოფოსი 0,15-0,2% კონცენტრაციით.


როგორ მოვუაროთ ქოთნის მცენარეებს


 "თუ სახლში ყვავილი გყავთ..."  როგორ მოვუაროთ ქოთნის ყვავილებს. პროფესიონალის რჩევები თქვენთვის, ვისაც მცენარეები გიყვართ...
ქოთანი - როგორი? ხშირად ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდ ქოთანს უყიდიან და რაც უფრო მეტ მიწას ჩაუყრიან, მათი მცენარე თავს უკეთ იგრძნობს. არაა ასე. ახალი ქოთანი ძველზე სამი სანტიმეტრით უნდა იყოს დიდი. არავითარ შემთხვევაში მეტით. არსებობს ყვავილები, რომლებიც რაც უფრო პატარა ქოთანში არიან, მით უფრო კარგად ყვავიან. მაგალითად, ყველასათვის კარგად ნაცნობი ამარილისი შეიძლება 4-5 წელიწადს არ აყვავდეს, თუ დიდ ქოთანში მოვათავსებთ. ქოთნის გამოცვლა მაშინაა საჭირო, თუკი შენიშნავთ, რომ ქვევიდან ფესვები გამოუვიდა, ან ფესვებმა მიწის ზედაპირზე ამოაღწია. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ მიწის ზედა ფენა აიღოთ და ახალი მიწით შეავსოთ. ან - სასუქი მისცეთ. დეკორატიული მცენარეების მოყვარულებმა იციან, როცა ქოთანს ვახსენებთ, იგულისხმება, რომ ქვემოთ ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. არსებობს მეორე "ქოთანი" კაშპო, რომელიც უცხოეთში ათეული წელია ცნობილია. ეს გახლავთ დეკორატიული ჭურჭელი, რომელსაც ქვემოთ ნახვრეტი არ აქვს და ემსახურება იმას, რომ მასში ჩავდგათ ქოთანი (და არა პირდაპირ ჩავრგოთ მცენარე) ანუ სილამაზის ფუნქცია აკისრია.
როდის გადავრგათ? საერთოდ, ყველა მცენარეს სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. სახლში მცენარის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. ის ხომ ცოცხალი ორგანიზმია... კარგად უნდა იცნობდეთ, რა ჰქვია, რა უყვარს, რა არ მოსწონს და ამისდა მიხედვით მოუაროთ. კლასიკური სტანდარტით ითვლება, რომ ოთახის მცენარე გადარგვას, გაკრეჭვას, წესრიგში მოყვანას გაზაფხულზე საჭიროებს. გაზაფხულზე ბინებში გათბობის სეზონი მთავრდება. ეს საკმაოდ სტრესული მდგომარეობაა მცენარეებისთვის. რით დავეხმაროთ? ახალი ქოთანი და ახალი მიწა შევიძინოთ, სასუქი მივცეთ...
როგორ ვკვებოთ მცენარე? ხშირად ვიტამინებს ხსნიან წყალში და ყვავილებს უსხამენ... ეს არასწორი მიდგომაა. მცენარეს მართალია სჭირდება დამატებითი საკვები, მაგრამ მისი დამატებითი საკვები სასუქია და არა `ვიტამინი". არ გირჩევთ ორგანული სასუქის (იგივე ნაკელი) გამოყენებას. რადგან შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს, ან სულაც დოზირება ვერ დავიცვათ. ზედმეტი სასუქი კი (როგორც ადამიანისთვის წამლის ჭარბი დოზა) იგივე შხამია. იყიდება კომპლექსური სასუქები, რომლებიც სპეციალურად ქოთნის ყვავილებისთვისაა განკუთვნილი. მათში ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებაა. როცა მცენარე ახალგადარგულია, ითვლება, რომ ახალი მიწა ყველა საჭირო კომპონენტით გაჯერებულია, ამიტომ დამატებითი სასუქის მიცემას 6 თვის განმავლობაში არ საჭიროებს. საერთოდ ყვავილები სასუქით წელიწადში ერთხელ, ან (ზოგი მცენარის შემთხვევაში) ორჯერ უნდა ვკვებოთ.მცენარე და ყვავილს გააცნია უნდა ვიცოდეთ რომელი მინერალები ესაჭიროება.
 როგორ მოვრწყათ? მორწყვის რეჟიმი ინდივიდუალურია. არასწორი მიდგომაა, როცა ვთქვათ ოთხ-ხუთ სხვადასხვა სახეობის მცენარეს ერთნაირად ვუვლით, ერთნაირი ინტერვალით ვრწყავთ. ბევრი მორწყვა არ ნიშნავს კარგ ზრუნვას. არიან მცენარეები, რომლებსაც ძალიან ცოტა წყალი სჭირდებათ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგალითად კაქტუსები და ჩვენში ძალინ პოპულარული "ბარაქის ხე". რაც უფრო ნაკლებს "იზრუნებთ" მათზე, მით უკეთ იგრძნობენ თავს. მცენარეების დაახლოებით 90%-ს მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდებათ, როცა მათი მიწის ზედაპირი გამშრალია. არსებობენ მცენარეები, რომლებზეც ეს წესი არ ვრცელდება. ასეთებია მაგალითად, ოთახის კალები, ციპერუსი, რომლებსაც ძალიან უყვართ წყალი... მცენარეები ზამთარში უფრო იშვიათად, ზაფხულში კი - ხშირად უნდა მოვრწყათ. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს საღამოს და არა დილას, ან მით უმეტეს - შუადღეს. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს ნადგომი, წინა დღეს აღებული. ჩვენთან, წყალი, მოგეხსენებათ, ხისტია, ამიტომ მისი "დარბილებაა" საჭირო. მინიატურული მცენარეებისთვის ხშირად წყალს ყინავენ (დარბილების მიზნით), შემდეგ ადნობენ და მეორე დღეს იყენებენ სარწყავად. ძალიან ბევრ ოჯახში ახარებენ ოთახის იებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ვერ იტანენ ფოთლების დასველებას. ამიტომ, მორწყვისას, წყალი უშუალოდ მიწაზე უნდა დავასხათ, ისე რომ წყლის ჭავლი ფოთლებს არ შეეხოს. გადავრგეთ, ვკვებეთ, მოვრწყეთ... ახლა - ჰიგიენა. დიდფოთლიანი მცენარეების მოვლა გაცილებით იოლია ჰიგიენის თვალსაზრისით, ვიდრე პატარაფოთლიანების. დიდფოთლიან მცენარეს მტვერი რომ მოვაცილოთ, ამისათვის, ღრუბელი ან ჩვარი უნდა დავასველოთ, გავწუროთ და ფოთლები ფრთხილად გავუწმინდოთ. ოთახის იებზე, ბუსუსიანფოთლება ყვავილებსა და კაქტუსებზე ეს წესი, ცხადია, არ გამოგვადგება. მათი გასუფთავება ფუნჯით შეგვიძლია. დასაშვებია თმის საშრობის გამოყენებაც, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მცენარე არ დავაზიანოთ.