Wednesday 26 October 2016

როგორ ვებრძოლოთ ბოსტნეულის მცენარეების ყვავილების მავნებლებს

გაითვალისწინეთ ყველა ყვავილებს ესაჭიროება სხვადასხვა პროპორცია (დოზა) მცენარე რომ არ  დაგეწვათ ან არ  დაგეღუპოთ სასურველია დადგინდეს რომელი მავნებელი აზიანებს ასევე შეწამვლამდე აუცილებლად მიმართეთ მცოდნე გამოცდილ და კომპეტენტურ პირებს.

ნაცარი
დაავადება დასაწყისში ფოთლებზე ცალკეული გაფანტული ლაქების, ბაცი ნაცრისფერი, ნაზი ფიფქის სახით ვითარდება. შემდეგ კი ფოთოლი და ყუნწი მთლიანად მუქი ნაცრისფერი ფიფქით იფარება. ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ნაყოფი ვეღარ ხარობს. მცენარე ნაადრევად ხმება. საბრძოლველად ნაცრის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ტარდება შესხურება ფუნგიციდებით: ბაილეტონი 0,01%, ტოპაზი 0,02%, კოლოიდური, ბამპერი 0,1 %, გოგირდი 0,5-1%.

ბუგრები
ბუგრები სახლდებიან უპირატესად ახალგაზრდა ფოთლების ქვედა მხარეზე, ასევე ყლორტებზე და წუწვნით აზიანებენ მათ. ფოთლები უფერულდება, იკრუნჩხება და შემდეგ ხმება, საბოლოო ჯამში მცენარე იღუპება. ბუგრების წინააღმდეგ ვიყენებთ: აქტელიკს 0.15%, კარბოფოსს 0,1%, კონფიდორს 0,04%, პირინექსს, აქტელიკს 0,04 %.
აბდაუბდა ტკიპა
ტკიპა და მისი მატლები წუწნიან ფოთლებს, ფოთლის და ნაყოფის ყუნწებს, აჩენენ მათზე წინწკლებს, ფოთლები უფერულდება და ცვივა. ტკიპა პატარა ზომისაა 0,25-0,45 მმ სიგრძის, მოყვითალო-მომწვანო ფერის, კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეს და აბამს აბლაბუდას ქსელით. საბრძოლველად გამოიყენება 0,15 % აქტელიკი, 0,1 % კარბოფოსი, 0,2% ნეორონი, 0,03-0,05% ნისორანი, 0,03-0,05% სანმაიტი, ობერონი 0,4%.
ჭრაქი (პერენესპოროზი)
ჭრაქით ავადდება ფოთოლი, რომლის ზედა მხარეზე ყვითელი დაკუთხული ლაქები ჩნდება, ქვედა მხარე კი მონაცრისფრო-იისფერი ნაზი ფიფქებით იფარება, ფოთოლი ხმება და ადვილად იფშვნება. დაავადება ინტენსიურად ვითარდება ჭარბი ტენის პირობებში, ოპტიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსი ცელსიუსით. საბრძოლველად გამოიყენეთ შავიტი 0,2 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოულის სითხე 1%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5%. ბრძოლის ღონისძიებას ვიწყებთ სისტემური ფუნგიციდებით (რიდო- მილ გოლდი) და შემდეგ ვაგრძელებთ კონტაქტურით (ანტრაკოლი, სპილენძის ქლორჟანგი, ბორდოულის სითხე).
სამხრეთული ფესვის სიდამპლე
სამხრეთული ფესვის სიდამპლე გოგროვანთა საერთო ავადმყოფობაა. იწვევს ღეროსა და ნაყოფის დაავადებას. ნაყოფის დაავადება სწრაფად მიმდინარეობს. დაავადება იწყება ნიადაგის მხრიდან, სოკო იჭრება ნაყოფში და იწვევს ქსოვილის დაშლას. ნაყოფი კარგავს თავის ფორმას, დამპალი მხრიდან ჯდება ანუ ბრტყელდება, შემდეგ კი სკდება. საბრძოლველად გამოიყენეთ პრეპარატ პრევიკურის შესხურება ნიადაგზე დათესვიდან აღმოცენებამდე 0,2% და მეორედ მცენარეების აღმოცენების შემდეგ 0,15-0,2 %.
ზოგადად სარეველებთან საბრძოლველად გამოიყენება ჰერბიციდები სარდონი, მისტრალი, ზენკორი. კულტურული მცენარის გადარგვიდან 2 კვირის შემდეგ (0,7კგ/ჰა; ორლებნიანი სარეველების წინამღდეგ) და ერთლებნინი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინაამღდეგ (თაგვიყანა, გლერტა, შალაფა, ჭანგა) აგილი 0,6-0,8 ლ/ჰა-ზე, ფიუზილად ფორტე ან ფიუზილად სუპერი 2-4 ლ/ჰა-ზე.
კოლორადოს ხოჭო
კოლორადოს ხაჭო აზიანებს როგორც პომიდორს, ასევე კარტოფილს და ძაღლყურძენისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს ბარის პირობებში ვითარდება ხოჭოს სამი გენერაცია, მავნებლები ძალზე სწრაფად მრავლდებიან და ანადგურებენ მცენარის ფოთლებს. 
ბრძოლის ღონისძიებები: იყენებენ პირეტროიდების ჯგუფის პრეპარატებს დეცისი, შერპა, კარატე, ბულდოგი, კონფიდორი ან კონფიდორ მაქსი და სხვა 0,1-0,15 % კონცენტრაციით.


ხვატარები
დიდი ზიანი მოაქვს ხვატარს და მდელოს ხვატარს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, აზიანებს ბოსტნეულ კულტურებს, ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებში. იძლევა 3 სრულ და ნაწილობრივ მეოთხე თაობას.
ბრძოლის ღონისძიებები: მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების სრული განადგურება, ნიადაგის მზრალად ხვნა. ფოსფორორგანული პრეპარატები; ბი-58, აქტელიკი, პირინექსი, კარბოფოსი 0,15-0,2% კონცენტრაციით.


1 comment: