Tuesday, 20 October 2015

გაზაფხული – ის პერიოდია, როცა მცენარეებს გადარგვა და სათუთად მოვლა სჭირდება.

გაზაფხულიის პერიოდია, როცა მცენარეებს გადარგვა და სათუთად მოვლა სჭირდება. ალბათ, მათ, ვისაც საკუთარი ქოთნის ყვავილების ბედი აწუხებთ, სწორედ მეყვავილენინი კიკნაძის რჩევები გაითვალისწინონ. როგორ უნდა გადაირგას ოთახის მცენარე, რა პროცედურები უნდა ჩავატაროთ ამ დროს და როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს, ამასთან დაკავშირებითგუმბათინინის ესაუბრა და მკითხველებისთვის რჩევები ჩაიწერა
როგორ მოვუაროთ მცენარეებს გაზაფხულზე?გაზაფხული მცენარეებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგანაც მთავრდება ზამთარი და იწყება გაზაფხული. მზის ნათება უფრო შესამჩნევი ხდება, როგორც ჩვენთვის, ასევე მცენარეებისთვის. ყველა მცენარეს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, ამიტომ ასე საზოგადოდ ვერ ვიტყვით, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამა თუ იმ მცენარეს. ეს მის სახეობაზეა დამოკიდებული. რამდენიმე რჩევის მოცემა ნამდვილად შემიძლია, რადგანაც ყველა მცენარეს გაზაფხულზე გადარგვა და გაკრეჭვა სჭირდება
როდის გადავრგოთ მცენარეები?
მცენარეების გადარგვა, უმეტესწილად, გაზაფხულზე ხდება. განსაკუთრებული ყურადღება იმ მცენარეებს უნდა მივაქციოთ, რომლებიც გაზაფხულზე ჯერ კიდევ ისვენებენ. მათ დროულად უნდა მოვაცილო დაზიანებული ადგილები, ძველი და გამხმარი ფესვები, გადავრგოთ ახალ მიწაში, მოვრწყათ და მივუჩინოთ ადგილი, რაც შეიძლება ახლოს მზესთან, რათა სინათლით იკვებონ.
როდის იწყენენ მცენარეები?
ახალბედა მეყვავილეები ჩივიან, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა ან ფოთლები გაუხმათ. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობსსინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის არარსებობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი ნესტი. ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება ყვავილის მოწყენა ან მავნებლების დასევა გამოიწვიოს. მავნებლების, ზედმეტი სინოტივის ან სიმშრალის შემჩნევა არც თუ ისე ძნელია, ამიტომ თუ ზემოთ ჩამოთვლილს გაითვალისწინებთ, ადვილად აარიდებთ ოთახის მცენარეებს სხვადასხვა პრობლემებს.
თუ მეყვავილე გამოუცდელია?
თუ მეყვავილე გამოუცდელია და ვერც მავნებლებს, ვერც მიწის სიმშრალეს ან სინოტივეს ამჩნევს, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან და გულისყურით დაათვალიერეთ მისი ფესვები, შეიძლება ზუსტად იქ ჰქონდეთ ბინა მავნებლებს დადებული. შემდეგ კი ფრთხილად გაასუფთავეთ მცენარის ფესვები მავნებლებისაგან, ისე, რომ მისი ფესვები არ დააზიანოთ. მისი მოწყენის მიზეზი ასევე შეიძლება მცირე ზომის ქოთანი იყოს. ამ დროს დიდი ზომის ქოთანში უნდა გადარგოთ და შესაბამისად, მიწაც გამოუცვალოთ.
როგორი სახის ქოთანი შევარჩიოთ მცენარეებისთვის?
რატომღაც ყველა იმას ფიქრობს, რომ თუ მცენარეს დიდ ქოთანში მოათავსებენ და ბევრ მიწას ჩაუყრიან, მათი მცენარეც უკეთესად იგრძნობს თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ქოთნის გამოცვლა მხოლოდ მაშინაა აუცილებელი, თუ მცენარის ფესვებმა მიწის ზედაპირზე ამოაღწია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ახალი ქოთანი თქვენი მცენარისთვის შეიძინოთ. მაგრამ არსებობს წესი, რომლის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ქოთანი ძველზე აუცილებლად 3–4 სანტიმეტრით დიდი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში, მეტით.
არსებობს თუ არა ფოთლების მოვლის საშუალებები?
მცენარის გარეგნული იერი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ამიტომ მისი მოვლის საშუალებები, რა თქმა უნდა, არსებობს. შესაძლებელია, ფოთოლი ძლიერ იყოს დამტვერილი და ამის გამო მცენარეს სუნთქვა უჭირდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ძალიან კარგი საშუალებაა, მისი სველი ღრუბლით გაწმენდა ან ქოთნის რაფაზე ტრიალი. თუ მცენარეს გარეცხავთ შხაპით, წყლის ტემპერატურა მინიმუმ 18 გრადუსი უნდა იყოს. ასეთი პროცედურები დადებითად მოქმედებს ოთახის მცენარეების მდგომარეობაზე. გარდა ამისა, აუცილებელია, დროულად მოვაშოროთ დამჭკნარი და გამომშრალი ფოთლები. ხშირად ზუსტად აქ იდებენ ბინას პარაზიტები, რის შემდეგაც საშიშროება მთელ მცენარეს ემუქრება. ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუ მცენარეს დავიცავთ ფოთლების დამწვრობისაგან.
როდის იწვება ფოთლები?
ეს მცენარეებში გავრცელებული ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ყველა მცენარე როდი იტანს მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია მზის მხურვალებასა და მისი ნათების ხანგრძლივობაზე. როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, დაზიანებული ფოთლები მოშორებულ უნდა იქნას მცენარეს. ხოლო მცენარე დღის ყველაზე ცხელ ეტაპზე მოარიდეთ მზეს.
რომელი ყვავილია გაზაფხულზე აქტუალური?
ერთერთი საუცხოო წარმომადგენელი ტიტაა. მის სამშობლოდ შუა აზია ითვლება. დღესდღეობით ამ მცენარის 150–მდე სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფერით, ფორმითა და ტოტის სიგრძით, ეს კი ევროპელების დამსახურებაა. როგორც ყვავილი, ტიტა ძალიან საინტერესო მცენარეა. იგი ტენის მოყვარული ყვავილია. თუ გაზაფხული მშრალია, აუცილებელია, ყვავილის ხშირად მორწყვა, იმ სიხშირით, რომ მცენარეს ნესტი შეუნარჩუნდეს. მორწყეთ ოთახის ტემპერატურის დამდგარი წყლით, ისე, რომ წყალი ფოთლებს არ დაესხას. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ, ნამდვილად ლამაზი ტიტების პატრონი იქნებით.
თქვენც გაქვთ ქოთნის ყვავილები?
სახლში 100–მდე დასახელების ქოთნის ყვავილი მაქვს, მათთვის სპეციალური ვერანდა გავაკეთე და თითოეულ მათგანს საგულდაგულოდ ვუვლი. თუ თქვენი მკითხველები ჩემს რჩევებს გაითვალისწინებენ, ისინიც გაამრავლებენ ოთახის ყვავილებს და საუცხოო გარემოს შექმნიან სახლში.



No comments:

Post a Comment