Friday, 5 August 2016

აფუებული პერლიტი

პერლიტი ბუნებრივი, ვულკანური წარმოშობის მთის ქანია, რომელიც დამსხვრევის, და შემდგომში მაღალტემპერატურული თერმული დამუშავების შედეგად, იძენს განსაკუთრებულ თვისებებს. პერლიტი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილური მასალაა, არ იშლება, არ იწვის, არ ლპება და არატოქსიკურია. ყველა სხვა ვულკანური მინისგან პერლიტი გამოირჩევა იმ უნიკალური თვისებით, რომ სპეციალურ ღუმელში 1200°C-ზე გაცხელების შედეგად, ის ფუვდება და პირვანდელ მოცულობაზე 4-20-ჯერ იზრდება. ამ აფუებას განაპირობებს, პერლიტის ქანში 2%-დან 6%-მდე არსებული კომბინირებული წყალი. მაღალ ტემპერატურაზე (871°C-1200°C) აფუებისას პერლიტში არსებული წყლის მოლეკულების აორთქლება იწვევს მის გაფართოებას (აქ მოქმედებს იგივე პრინციპი, რაც სიმინდის მარცვლების ბატიბუტად გადაქცევისას). პერლიტისთვის დამახასიათებელია წვრილი კონცენტრიულად-გარსოვანი ცალკეულობა (პერლიტისებრივი სტრუქტურა), რის მიხედვითაც ის იშლება მომრგვალო ბირთვებზე (პერლებზე), რომლებიც გვაგონებს მარგალიტებს, მათთვის მახასიათებელი ბრწყინვით. აფუების პროცესი ასევე იწვევს პერლიტისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ თავისებურებას: მის თეთრ ფერს. აფუებამდე, პერლიტის ნედლეული არის ნაცრისფერი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მწვანე, ყავისფერი, ცისფერი ან წითელი. აფუების შემდეგ კი, როგორც წესი, თეთრ ფერს იღებს. ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა ფრაქციის აფუებულ პერლიტს, 0-0.14 მმ; 0.16-1.25 მმ; 0.16-5.0 მმ; 0.63-5.0 მმ., რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას სხვადასხვა მასალის წარმოებისთვის. რამდენადაც პერლიტი ბუნებრივი წარმოშობისაა, ის კლასიფიცირდება, როგორც ბიომდგრადი და ქიმიურად ინერტული (PH=6.5±7). პერლიტი, მოცულობით ზრდასთან ერთად ინარჩუნებს თავის ძირითად მინერალურ თვისებებს: ის არატოქსიკურია. პერლიტი არ შეიცავს და არ გამოსცემს ტოქსიკურ ან მავნე ნივთიერებებს. პერლიტი არ შეიცავს არავითარ ორგანულ ნივთიერებებს, ის არის მინერალი. ცეცხლმდეგობა - პერლიტი არ იწვის, ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას და მხოლოდ 1000°C-ზე იწყებს დნობას. პერლიტი ცეცხლგამძე პროდუქტია. პერლიტი ქიმიურად ინერტულია, ეს არის ბუნებრივი მინა (ალუმინის, კალიუმისა და ნატრიუმის სილიკატი). ის სტაბილიზირდება დროთა განმავლობაში. სიმსუბუქე - აფუებული პერლიტი არის დაბალი სიმკვრივის, 50-დან 125 კგ. კუბურ მეტრზე. ის შესანიშნავი მასალაა თბო და ბგერათიზოლაციისთვის. ეკონომიურობა - თუ გავითვალისწინებთ ღირებულება-მოცულობა-იზოლაციის კოეფიციენტებს, დღესდღეისობით აფუებული პერლიტი არის ყველაზე ეკონომიური თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალა. ეს არის საუკეთესო, ბუნებრივი იზოლატორი თავისი დახურული, ცალიელი მიკროუჯრედების წყალობით, პერლიტი ხელს უშლის სითბოს გამტარობასა და რადიაციას. აფუებულ პერლიტს ტოლი არ მოეძებნება ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა დაბალი თბოგამტარიანობა და მაღალი ბგერათსაიზოლაციო და ბგერათმშთანთქმელი მახასიათებლები, ერთობლიობაში კი სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში: ზამთარში სითბოს და ზაფხულში - სიგრილეს. აფუებული პერლიტის გამოყენება სამშენებლო მასალებში აფუებული პერლიტი აფუებული პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად - პერლიტობეტონი, რომლის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. თავის უნიკალურ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ტიხრების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით. პერლიტობეტონი წარმოადგენს მსუბუქ ბეტონის ნაირსახეობას, რომელსაც აქვს მარცვლოვანი სტრუქტურა, დაბალი მოცულობითი წონა -500-800 კგ/მ3 (ცივი ბეტონის წონა 2200-2400 კგ/მ3), რომელიც ვნიშვნელოვნად ამცირებს ნაგებობის საძირკვლისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას. პერლიტობეტონი ხასიათდება მაღალი ორთქლშეღწევადობით. ამ თვისების გამო მისგან აშენებული სახლი „სუნთქავს”. 20სმ-იანი პერლიტობლოკის კედელი თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის თითქმის ერთმეტრიანი აგურის, ან ცივი ბლოკის წყობას, რაც დამატებით ამცირებს მშენებლობის ხარჯს 20-30%-ით. პერლიტის გამოყენება მრეწველობაში მეტალურგიაში პერლიტი გამოყენება, როგორც სარკული ზედაპირის თერმოიზოლატორი და ასევე, როგორც კომპონენტი ჩამოსასხმელი ყალიბების დასამზადებლად. კრიოგენიკაში პერლიტს იყენებენ, როგორც თბოიზოლატორს კრიოგენული დანადგარებისთვის. მუშაობის რეჟიმი - 200°C-დან + 900°C-მდე. ეკოლოგიაში პერლიტი გამოიყენება, როგორც თხევადი დამაბინძურებელების მშთანთქმელი. აფუებული პერლიტი აფუებული პერლიტი მებაღეობასა და სოფლის მეურნეობაში თავისი წყლისა და ჰაერშემკავებელი თვისებების გამო აგროპერლიტი გამოიყენება სასათბურე მეურნეობებში ხელოვნური ნიადაგების შესაქმნელად, ბოსტნეულის, ხილის, კენკროვანი კულტურებისა და ყვავილოვანი მცენარეების ჩითილების გამოსაყვანად და მათი სწრაფი ზრდისათვის. ვინაიდან აფუებული პერლიტი ფუვდება მაღალ ტემპერატურაზე (900-950ºC), მასში არ არის არანაირი სარეველას თესლები და მავნე მწერების მატლები, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ ნარგავები. თუ არაერთგზის გამოყენების შემდეგ გაჩნდება ჰერბიციდების შეყვანის საჭიროება, მათი შეყვანა შეიძლება გადაბარვის დროს პერლიტთან ერთად. მშრალი აფუებული პერლიტის ქვიშა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბოლქვებისა და ძირხვენების საცავების მოსაწყობად. არაჩვეულებრივი თბოსაიზოლაციო თვისებების მქონე და ბაქტერიებისა და მწერების არ მქონე პერლიტი საიმედოდ იცავს სარგავ მასალას მწერების, ნესტის, სიცივის, მღრღნელების მიერ დაზიანებისაგან. ამისთვის სარგავ მასალას ურევენ პერლიტს, ისე რომ არ იყოს ცალკეული ბოლქვებისა და ნაყოფების შეხება ერთმანეთთან.

No comments:

Post a Comment